2015-11-05
ბრძანება №:885/02-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში საუნივერსიტეტო დაფინანსების თაობაზე

        ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, სსიპ –ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას 2015 წლის 29 ივლისის №126/01-01 ბრძანების,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის,  პროფესორის თეიმურაზ ბერიძის 2015 წლის 28 ოქტომბრის  №40160/02 განცხადების და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის რ. სანადირაძის   2015 წლის  02 ნოემბრის №40665/02 დასკვნის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დაფინანსდნენ, 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში, მაღალი აკადემიური შედეგების საფუძველზე, საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით,    სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტები  შემდეგი ოდენობით: 
ა) მაია გიორბელიძე  - 1406.25 ლარით;
ბ) გიორგი მორჩილაძე - 1406.25 ლარით;
გ) ქრისტინე ოდიშვილი - 1406.25 ლარით;
დ) ირაკლი დანელია - 1406.25 ლარით;
ე) თენგიზ თაქთაქიშვილი– 1406.25 ლარით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები დოქტორანტების მონაცემთა ბაზაში.
3.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული  სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                    დ. ჩომახიძე

« უკან დაბრუნება