2015-12-30
ბრძანება №:216/02-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ნანა მამაგულიშვილის 2015 წლის 21 დეკემბრის №47247/02, უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თ. დოლბაიას 2015 წლის 23 დეკემბრის №47659/02 და უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ნანი გაფრინდაშვილის 2015 წლის 24 დეკემბრის №47873/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 28 აპრილის №58/02-01 ბრძანებაში:
ა) დანართი N№1-ის 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე მე-4 პუნქტი:
,,4. ალექსანდრე უნაფქოშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – დეპარტამენტში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე (ტექნიკაზე) პასუხისმგებელი პირი”;
ბ) დანართი N№1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 23-ე პუნქტი:
,,23. თათია ქართლელიშვილი – უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი – უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუში მდებარე №239,N240 ოთახებში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
გ) დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-8, მე-15 და მე-19 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,8. სოფია შამუგია – ლაბორანტი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის ინსტიტუტში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
15. ოქროპირ ჯიქური – ლაბორანტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტში განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პური;
19. მიხეილ ქართველიშვილი – ლაბორანტი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრაზე განთავსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”;
დ) დანართი №1-ის 27-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე 27-ე პუნქტი:
,,27. კობა ბალალაშვილი – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპლუატაციის განყოფილების უფროსი სპეციალისტი – თბომეურნეობის დარგში განთავსებულ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დავით ჩომახიძე
« უკან დაბრუნება