2013-11-15
ბრძანება №:142/02-01

"ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვლოის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საინდეფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–15 მუხლის პირველი პუნქტის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის მაია მარგველაშვილის 2013 წლის 13 ნოემბრის №551/104-00 და უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის 2013 წლის 07 ნოემბრის №34957/02 კორესპონდენციების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები "ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 30 სექტემბრის №174/02-01 ბრძანებაში:

ა) დანართი #1-ის 21 –ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:

,,21. ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის კომისია:

21.1. მერაბ ხოხობაია – თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის უფროსი სპეციალისტი, კომისიის თავმჯდომარე;
21.2. ნანი სიხარულიძე – თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
21.3. მერაბ ამაღლობელი – თსუ ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის  რეგიონული ცენტრის ადმინისტრაციული და მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი;
21.4. მანანა აბზიანიძე – თსუ საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა – ანგარიშგების განყოფილების სპეციალისტი.”

ბ) დანართი N#1-ის ,,გ” პუნქტის ,,4.1” ,,4.4.” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,4.1. ლარისა ჩადრანიანი – უფროსი ინჟინერი, ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის კომისიის თავმჯდომარე;

4.4. ნინო ჯაფარიძე – ელეფთერ ანდრონიკაშვილის ფიზიკის ინსტიტუტის მდივანი.”  

2. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანების შესასრულებლად  გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის, დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.




ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                             დავით ჩომახიძე


« უკან დაბრუნება