2018-11-01
ბრძანება №:271/01-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,372 მუხლის პირველი პუნქტის, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი,  მე-4, და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ  წარმომადგენლობითი საბჭოს  მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 10 ნოემბრის N26/04 ერთობლივი ბრძანების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გ. გელაშვილის   2018 წლის 26 ოქტომბრის  N22411/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის   ინსტიტუტში  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის  სამსახურში მისაღებად;
2.  უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის პირველ ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2018 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2018 წლის 31 დეკემბრისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:    
     
 კონდენსირებული გარემოს ფიზიკის  განყოფილება:
       უფროსი მეცნიერი თანამშრომელი –0,5 საშტატო ერთეული .

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით  (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2); 
ბ)პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); 
გ)ავტობიოგრაფია (CV); 
დ)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ); 
ვ)სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის 3 დეკემბრიდან 2018 წლის  10 დეკემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა) თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის  სახელობის ფიზიკის  ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი, თამარაშვილის ქ.N6.  მე-4 სართული, ოთახი 411.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში  მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორი                                                                                                                    გიორგი შარვაშიძე                                  
       

« უკან დაბრუნება