2019-11-22
ბრძანება №:1171/01-04
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე აპლიკანტების ჩარიცხვის შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულების“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის 2019 წლის 13 ნოემბრის №224/19 ბრძანებისა და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2019 წლის 22 ნოემბრის N22842/10 წარდგინების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.ჩაირიცხონ 2019 წლის შემოდგომის მიღებაზე აპლიკანტები თანდართული სიის შესაბამისად სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგ მოდულურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
1.1 „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გიდი‘‘ (დანართი №1);
1.2 „ტუროპერატორი‘‘ (დანართი №2);
1.3 „საბაჟო საქმე‘‘ (დანართი №3);
1.4 „შემფასებელი‘‘ (დანართი №4);
1.5 „საოფისე საქმე‘‘ (დანართი №5);
1.6 „სატვირთო გადაზიდვების ლოგისტიკა‘‘ (დანართი №6);
1.7 „ბაგა - ბაღის აღმზრდელი პედაგოგი‘‘ (დანართი №7);
1.8 „ბიბლიოთეკარი‘‘ (დანართი №8)
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ოკრიბელაშვილი
« უკან დაბრუნება