2010-10-04
ბრძანება №:95/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ
– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა
რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის
დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ქვოტით აკადემიური საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადის 2010 წლის 29 სექტემბრისათვის ამოწურვიდან გამომდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–20 მუხლის პირველი და მე–5 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, 34–ე მუხლის პირველი, მე–2, მე–3 და მე–5 პუნქტების, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის №141 დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 03 ოქტომბრის №15 სხდომისა გადაწყვეტილების შესაბამისად,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. დაინიშნოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა (2
წევრის) არჩევნები 2010 წლის 20 ოქტომბერს, შემდეგ ფაკულტეტებზე: ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 1 წევრი;
გ) მედიცინის ფაკულტეტი – 1 წევრი;
2. საარჩევნო კომისია განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 აგვისტოს №74/01–01 ბრძანებით შექმნილი საარჩევნო კომისიის შემადგენლობით.
3. დაევალოს საარჩევნო კომისიას 20 ოქტომბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება.
4. საარჩევნო კომისიის წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით.
5. არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 6 ოქტომბერს და დასრულდეს 2010 წლის 14 ოქტომბერს 18:00 საათზე.
8. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, უნივერსიტეტის მე–2 კორპუსი, ოთახი №08.
9. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
11. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
12. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52), ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი,№6).
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი