2010-10-05
ბრძანება №:96/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადებისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ

2010 წლის 3 ნოემბერს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, მე–16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე–17 მუხლის პირველი, მე–2, მე–3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და   მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 56–ე მუხლის მე–2 ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–16 მუხლის მე–2 პუნქტის, 35–ე მუხლის პირველი, მე–2, მე–5, მე–11 – მე–13 პუნქტების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 06 ივლისის №244 დადგენილების, ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 06 ივლისის N244 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“  აკადემიური საბჭოს 2010 წლის 24 მაისის №50/2010 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 09 ივლისის №21 სხდომის, 2010 წლის 24 მაისის №25 სხდომისა და 2010 წლის 04 ოქტომბრის №29 სხდომის ოქმის გადაწყვეტილებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატი) არჩევნები დაინიშნოს 2010 წლის 26 ოქტომბერს, ფაკულტეტების მიხედვით:

ა) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 10 წევრი, მათ შორის: აკადემიური    
პერსონალი – 7 წევრი, სტუდენტი – 3 წევრი;
ბ) იურიდიული ფაკულტეტი 5 წევრი, მათ შორის: აკადემიური პერსონალი – 2 წევრი, სტუდენტი – 3 წევრი;
გ) მედიცინის ფაკულტეტი 4 წევრი, მათ შორის: აკადემიური პერსონალი – 3 წევრი, სტუდენტი – 1 წევრი;
დ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 6 წევრი, მათ შორის: აკადემიური პერსონალი – 4 წევრი, სტუდენტი – 2 წევრი;
ე) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 8 წევრი, მათ შორის: აკადემიური პერსონალი – 6 წევრი, სტუდენტი – 2 წევრი;
ვ) ეკონომიკისა და ბიზანესის ფაკულტეტი 6 წევრი, მათ შორის: აკადემიური პერსონალი – 3 წევრი, სტუდენტი – 3 წევრი;

2.    არჩევნების ჩატარება დაევალოს  სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 აგვისტოს №74/01–01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიას;

3.    საარჩევნო კომისიას დაევალოს წარმომადგენლობითი საბჭოსა და საბჭოს სპიკერის არჩევნების მოქმედ კანონმდებლობასა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარების უზრუნველყოფა;

4.    ფაკულტეტების საარჩევნო კომისიების შემადგენლობა განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 31 აგვისტოს №74/01–01 ბრძანებით შექმნილი საარჩევნო კომისიის მიერ;

5.    საარჩევნო კომისიისა და ფაკულტეტის საარჩევნო კომისიების წევრებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანომდებლობით დადგენილი წესით;

6.    არჩევნების საორგანიზაციო (ტექნიკური) ხარჯების ანაზღაურება (საარჩევნო კომისიის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე) განხორციელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

7.    წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 2010 წლის 05 ოქტომბერს 1000 საათზე და დასრულდეს 2010 წლის 18 ოქტომბერს 1800 საათზე;

8.    კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №3, უნივერსიტეტის მე–2 კორპუსი, ოთახი №08;

9.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

10.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს;

11.    ბრძანების შესასრულებლად გადაცემა შესაბამის დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;

12.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

13.    წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის №52),  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).







რექტორის მოავლეობის
შემსრულებელი                                 ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება