2017-06-20
ბრძანება №:126/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ რექტორის 2011 წლის 14 იანვრის №10/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“  რექტორის  2011 წლის 14 იანვრის  №10/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლისა და  63–ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის,  წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 10 ნოემბრის №16 სხდომის ოქმით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და ცენტრის დირექტორის 2017 წლის   6 მარტის №2852/10-01 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეტანილ იქნას ცვლილება  ,,სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭოს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ’’ რექტორის    2011 წლის 14 იანვრის  #10/01-01 ბრძანების პირველ პუნქტში და იგი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საბჭო შემდეგი შემადგენლობით: 
ა) გიორგი შარვაშიძე  - რექტორი; 
ბ) ლევან ალექსიძე -  იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი;
გ) ივანე ლეჟავა - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

დ) გურამ ქუთელია - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;

ე) ზურაბ შენგელია - ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი;

ვ) ნინო ჩიქოვანი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;

ზ) მაია ციციშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი“.

2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
3. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5.  ბრძანება ძალაშია   საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი                                                                                                            გიორგი შარვაშიძე




« უკან დაბრუნება