2011-03-01
ბრძანება №:26/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის დამატებითი ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის დამატებითი ვადებისა და ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ

    „უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართვლოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მისნიტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-21 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

  1. განისაზღვროს 2010-2011 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის შიდა მობილობის დამატებითი ვადები:
    ა. საბუთების მიღება ფაკულტეტებზე - 2 მარტი;

    ბ. სტუდენტთათვის აღაირებული კრედიტების გაცნობა - 4 მარტი;

    გ. ჩარიცხვის ბრძანების პროექტის მომზადება - 4 მარტი.


  2. განისაზღვროს ფაკულტეტებზე შიდა მობილობისათვის ვაკანტური ადგილები  წინამდებარე ბრძანების №1 დანართი შესაბამისად;
  3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
  4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
  5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



რექტორი                                          ალექსანდრე კვიტაშვილი
« უკან დაბრუნება