2012-11-16
ბრძანება №:153/01-01

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის იტალიურენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2012/2013 სასწავლო წლის იტალიურენოვანი გაცვლითი პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების  მოსაპოვებლად შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 15-ე მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა’’ და ,,ს’’ ქვეპუნქტების, მე-4 პუნქტისა და რექტორის ბრძანება №151/01-01, 15.11.12 და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (29576; 15.11.2012) საფუძველზე
 
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.    ჩატარდეს შესარჩევი კონკურსი ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიურენოვანი გაცვლითი  პროგრამის ფარგლებში, 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოყოფილი საბაკალავრო და სამაგისტრო ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2012 წლის 19 ნოემბერს თსუ მეორე კორპუსის მცირე საკონფერენციო დარბაზში (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი №135).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე ნიკოლეტა დაგა (იტალიის საელჩოს კულტურის ატაშე)
ბ) კომისიის წევრი მაია ჯავახიძე (თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
გ) კომისიის წევრი გიორგი ჯაიანი (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი)
დ) კომისიის წევრი ნინო გოგნიაშვილი (თსუ იურიდიული ფაკულტეტი)
ვ) კომისიის წევრი თამარ ბელქანია (თსუ სოციალური და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი – ლელა კაცაძე.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარების წესი და კანდიდატთა შესარჩევი შეფასების კრიტერიუმები (დანართი №1).
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს   ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის
  ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.






რექტორის მოადგილე:                                                ლევან ალექსიძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
« უკან დაბრუნება