2010-07-22
ბრძანება №:177/02-01

2010–2011 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ

2010–2011 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23–ე და 24–ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 25–ე მუხლის 1–ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

  1. 2010–2011 სასწავლო წლიდან თსუ–ში მობილობის წესით ჩარიცხული სტუდენტებისათვის სწავლების სამივე საფეხურზე სწავლის საფასური განისაზღვროს სემესტრში 1125 ლარის ოდენობით.

  2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს   (ი. საღარეიშვილი) და  სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანი).

  3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

  4. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                         რ. ხარბედია
« უკან დაბრუნება