2013-12-30
ბრძანება №:170/02-01

,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 03 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საინდეფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრის კოორდინატორის ხათუანა ცხადაძის   2013 წლის 20 დეკემბრის №39489/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის ნანა მაჭარაშვილის 2013 წლის 25 დეკემბრის №39866/02 კორესპონდენციების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები ,,ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2012 წლის 03 დეკემბრის №156/02-01 ბრძანებით დამტკიცებულ დანართი №1-ში:
ა) დანართი №1-ის მე-5 მუხლის ,,5.23” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5.23. მირანდა გიორგაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - თსუ-ს მე-2 კორპუსში ფაკულტეტის  დაქვემდებარებაში არსებულ №239 და №240 ოთახებში (კონფლიქტების ანალიზი და მართვა) განთავსებულ მატერიალურ ფასეულობებზე”;
ბ)  დანართი №1-ის 47 მუხლის ,,47.1.” პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 47. სტუდენტთა კარიერული განვითარების ცენტრი:
47.1. ხათუნა ცხადაძე – ცენტრის კოორდინატორი”.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება   დაევალოს  ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
3.   ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                            დავით ჩომახიძე

               
« უკან დაბრუნება