2016-01-08
ბრძანება №:02/01-01
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის 8 დეკემბრის N220/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის 8 დეკემბრის N220/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №134/2015 „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118/2014 დადგენილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ“ საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.
შევიდეს ცვლილება „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების და ასისტენტების აკადემიურ თანამდებობაზე სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2015 წლის 8 დეკემბრის N220/01-01 ბრძანებაში და ბრძანების მე3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ასისტენტად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორანტი.“
2.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.
დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
4.
ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე პროფესორი იოსებ სალუქვაძე