2008-10-23
ბრძანება №:89/01-01

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საფეხურზე 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომა – გაზაფხულის სემესტრისათვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ (ბრძანება №89/01-01)

  

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურის საფეხურზე 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომა – გაზაფხულის სემესტრისათვის სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა შესახებ



"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, რექტორის 2008 წლის 6 მაისის  #26/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის “ე” ქევპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად
                                                         
ვბრძანებ:

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში   დოქტორანტურის საფეხურზე 2008-2009 სასწავლო წლის სასწავლო სემესტრის ვადები განისაზღვროს:

    1.1 შემოდგომის სემესტრი - 2008 წლის 24 ნოემბრიდან 2009 წლის 14 მარტის ჩათვლით;

    1.2 გაზაფხულის სემესტრი – 2009 წლის 30 მარტიდან 2009 წლის 11 ივლისის ჩათვლით.

 

2. ადმინისტრაციული რეგისტრაცია განხორციელდეს:

    2.1. შემოდგომის სემესტრი _ 2008 წლის 10 ნოემბრიდან 24 ნოემბრის  ჩათვლით;

    2.2. გაზაფხულის სემესტრი _ 2009 წლის 2 თებერვლიდან 30 მარტის   ჩათვლით.

   

3. დაევალოს კანცელარიის უფროსს (ნ.ოვსიანიკოვა), უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისათვის;
4. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ვებგვერდზე და სხვა ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს. (პ.ტურავა)
6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

 

   რექტორი, პროფესორი
                                                                    გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება