2015-10-23
ბრძანება №:197/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის -  სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9  და მე-12 პუნქტების,  ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის  დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის N224/01-01 ბრძანების N1 დანართით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2015 წლის 19 ოქტომრის N38993/02 კორესპონდენციის საფუძველზე,  

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის -   სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი დარეჯან თვალთვაძე (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) პროფესორი დემურ ჯალაღონია (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) პროფესორი აკაკი ყულიჯანიშვილი (კომისიის წევრი);
დ) პროფესორი  ვალერიან რამიშვილი ( კომისიის წევრი);
ე) ასოცირებული პროფესორი ირაკლი ბრაჭული (კომისიის წევრი);
ვ) ასოცირებული პროფესორი ნაპო კვარაცხელია (კომისიის წევრი);
ზ) ასოცირებული პროფესორი ანასტასია ზაქარიაძე (კომისიის მდივანი).
2. კანდიდატების შერჩევა განახორციელოს სტიპენდიის მიმნიჭებელმა კომისიამ მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის -  სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის  დამტკიცების შესახებ” სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  2014 წლის 30 დეკემბრის N#224/01-01 ბრძანების              #1 დანართით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველი მეცნიერის და საზოგადო მოღვაწის - სოლომონ დოდაშვილის სახელობის სტიპენდიის დანიშვნის, სტიპენდიანტის გამოვლენისა და სტიპენდიის მინიჭების წესის საფუძველზე.
3. სტიპენდიანტების შერჩევის თაობაზე კომისიის დასკვნა მომზადდეს არაუგვიანეს  2015 წლის 30 ოქტომბრისა.
4.  დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება.
5.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი, პროფესორი                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა                          

« უკან დაბრუნება