2019-12-30
ბრძანება №:335/01-01
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ მე-9 პუნქტის ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე- 2 და მე-3 პუნქტების, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტის, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2019 წლის 26 დეკემბრის სხდომის ოქმის (დოკ.N25528/10, 26.12.2019) საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლების და მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)მარინა მუჩიაშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ბ)ვახტანგ ბურდული - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
გ)მამუკა ხუსკივაძე - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი;
2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ მარინა მუჩიაშვილი, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ ვახტანგ ბურდული, საკონკურსო კომისიის მდივნად მამუკა ხუსკივაძე
3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4.დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2020 წლის 14 თებერვლისა.
5.ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება