2016-02-18
ბრძანება №:21/01-01

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 იანვრის N01/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 იანვრის N01/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და   მე-9 პუნქტის  საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.  შევიდეს დამატება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2012 წლის 23 იანვრის N01/01-01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ     ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების წესში და წესს მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,51“ და ,,52“ პუნქტები: 
      ,,51.   უნივერსიტეტის     შეზღუდული      შესაძლებლობის     მქონე სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის (GPA) დაანგარიშების დროს გათვალისწინებული არ უნდა იქნეს სტუდენტის/კურსდამთავრებულის მიერ მიღებული სასწავლო კურსის იმ ნაწილის შეფასება, რომელშიც მისი შეზღუდული შესაძლებლობებიდან გამომდინარე იგი ვერ ახერხებდა სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. 
       52. ამ წესის 51 პუნქტით განსაზღვრული ნაწილობრივ შეფასებული სასწავლო კურსისთვის GPA-ს დაანგარიშება ხდება საერთო შეფასების 100 ქულაზე სკალირების შემდეგ.”
2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
3.     ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება