2014-09-09
ბრძანება №:149/01-01
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის „ICAE-2015 – გამოყენებითი ეკოლოგია: პრობლემები, სიახლეები“ ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჰ4“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცე¬ბის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის „ა“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.
2015 წლის 7-10 მაისს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენციის ICAE-2015 (CF/75/9-280/14) ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა _ თსუ რექტორი, პროფესორი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) მერაბ ელიაშვილი _ თსუ რექტორის მოადგილე, თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დავით ჩომახიძე _ თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე;
დ) რამაზ ბოჭორიშვილი _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, თავმჯდომარის მოადგილე;
ე) ზაალ გულაშვილი _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის დოქტორანტი, ჯგუფის მდივანი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი _ თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტა¬მენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ზ) არჩილ კუკულავა _ თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
თ) ნანა მამაგულიშვილი _ თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ი) ირაკლი საღარეიშვილი _ თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
კ) ტარიელ ზარანდია _ თსუ საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე _ თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, ჯგუფის წევრი;
მ) დავით სართანია _ თსუ მუზეუმის დირექტორის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
ნ) ლია მაჭავარიანი _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის პროფესორი, კონფერენციის თავმჯდომარე, ჯგუფის წევრი;
ო) ალექსანდრე თევზაძე _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის
დეკანის მოადგილე, ჯგუფის წევრი;
პ) დალი ნიკოლაიშვილი _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის
ასოცირებული პროფესორი, ჯგუფის წევრი;
ჟ) გიორგი ბრეგვაძე _ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერება ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, ჯგუფის წევრი;
2.
დამტკიცდეს კონფერენციის ხარჯთაღრიცხვა და კონფერენციის ფინანსური უზრუნველ¬ყოფა განხორციელდეს საკონფერენციო გრანტით (საგრანტო ხელშეკ-რულება CF/75/9-280/14) გამოყოფილი 30 000 ლარის და სარეგისტრაციო გადასახადიდან შემოსული თანხის გამოყენებით (დანართი №1).
3.
კონფერენციის მონაწილეთათვის (გარდა გრანტით გათვალისწინებული მოწვეული პირებისა) დაწესდეს სარეგისტრაციო გადასახადი და დაევალოს საფინანსო დეპარტმენტს ანგარიშის გახსნა.
4.
დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად დაგეგმილი ღონის¬ძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
5.
დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნი¬კური აღჭურვილობითა და კონფერენციის ვებ-გვერდის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფა.
6.
დაევალოს უნივერიტეტის მუზეუმს კონფერენციისათვის გამოფენის სათანადო მოწყობის უზრუნველყოფა.
7.
დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
8.
დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენ¬ციის სათანადოდ გაშუქება.
9.
კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სამეცნიერო კვლევებისა და განვითა-რების დეპარტამენტს.
10.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსი¬ტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
11.
დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
12.
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი
ვლადიმერ პაპავა