2014-07-25
ბრძანება №:121/01-01

,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 ივნისის №96/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილი, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი - მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 21 ივლისის N22457/02 და  მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2014 წლის 18 ივლისის N22423/02 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება ,, სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 ივნისის №96/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ N3 დანართში და დანართის მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-17 პუნქტი:

„17. სამაგისტრო პროგრამა - მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები - 2".

2. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2014-2015 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე პირთათვის საბაკალავრო/სამაგისტრო/დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 23 ივლისის №96/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით დამტკიცებულ N6 დანართში და მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
       
   ,,3. მედიცინა (ინგლისურენოვანი) – 140“.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება