2015-06-16
ბრძანება №:70/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის, ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად კომისიის შექმნისა და მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ

  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, "საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის 82 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის "ა" და "ნ" ქვეპუნქტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უფროსის 2015 წლის 20 მაისის 18/51165 კორესპონდენციისა და საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 03 ივნისის 18057/02 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბალანსზე (ბალანსგარეშე ანგარიში) რიცხული მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის და ჩამოწერის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის მიზნით წინადადებების შესამუშავებლად შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რუსუდან ნასარიძე – კომისიის თავმჯდომარე (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსის მოადგილე);
ბ) მურმან ცარციძე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე (საფინანსო დეპარტამენტისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის ექსპერტი);
გ)  ნანა ლონჟანიძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი);

დ) ირა მომცელიძე – კომისიის წევრი (საფინანსო დეპარტამენტის აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილების უფროსი სპეციალისტი);
ე) ავთანდილ რაზმაძე - კომისიის წევრი (მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი კონსულტანტი);
2. კომისია უფლებამოსილია მოიწვიოს უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტისა და იურიდიული დეპარტამენტის თანამშრომელი, შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელთან შეთანხმებით, კომისიის მუშაობის პროცესში, მხოლოდ ამ დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალი, პრობლემური საკითხების გადაწყვეტისათვის კონსულტაციის მიღების მიზნით.
3. დამტკიცდეს მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერის აქტის ფორმა წინამდებარე ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ს შესაბამისად.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                დავით ჩომახიძე


« უკან დაბრუნება