2015-10-02
ბრძანება №:188/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირებისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების თაობაზე

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირებისა და საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობის    დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,   57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 27 სექტემბრის №152/ნ ბრძანებით დამტკიცებული "პროფესიული ტესტირების ჩატარების დებულებისა” და თსუ რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებით დამტკიცებული “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის”  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით ტესტირების კომისიის შემადგენლობა №1 დანართის (დანართი №1) შესაბამისად;
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015-2016 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემდგომ საფეხურზე მიღების მიზნით საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობა №2 დანართის (დანართი №2) შესაბამისად;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება