2014-09-01
ბრძანება №: 140/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #152/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის  ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    შევიდეს დამატება სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  რექტორის 2013 წლის 25 ნოემბრის #152/01-01 ბრძანებით დამტკიცებულ სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდების მინიჭების წესში (შემდგომში – წესი) და პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წლის საუკეთესო პედაგოგის წოდება სასწავლო წლის შედეგების მიხედვით მიენიჭება უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან (შემდგომში - ფაკულტეტი), ენების შემსწავლელი ცენტრიდან და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტიდან თითო პედაგოგს მისი სტატუსის მიუხედავად (აკადემიური/მოწვეული პერსონალი).’’
2.    წესის მე-3 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

ა)    ,,3. სტუდენტთა გამოკითხვის ორგანიზებას ახორციელებს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი, ენების შემსწავლელი ცენტრი და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტი.’’


ბ) ,,5. ინფორმაცია შესაბამისი ფაკულტეტის სტუდენტების მიერ გამოვლენილი წლის საუკეთესო პედაგოგის შესახებ არაუგვიანეს პირველი აგვისტოსი ეგზავნება უნივერსიტეტის რექტორს, რომელიც შესაბამისი ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს თითოეულ ფაკულტეტზე, ენების შემსწავლელ ცენტრსა და ტურიზმის განვითარების ინსტიტუტში წლის საუკეთესო პედაგოგს (პედაგოგებს).’’
3. წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: ,,2. ერთსა და იმავე ფაკულტეტზე, ენების შემსწავლელ ცენტრში, ან ტურიზმის განვითარების ინსტიტუტში ორი, ან მეტი საუკეთესო პედაგოგის გამოვლენის შემთხვევაში აღნიშნული თანხა თანაბრად იყოფა.’’  
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა


« უკან დაბრუნება