2016-10-07
ბრძანება №:177/01-01
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 6 ივლისის №86/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 6 ივლისის №86/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ჰ4 ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’, ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, აკადემიური საბჭოს 2016 წლის 14 აპრილის №43/2016 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის დებულების მე-3 მუხლის მე-3 და მე-6 პუნქტების, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეკანის 2016 წლის 29 სექტემბრის №36184/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - გეოინფორმაციული სისტემების ლაბორატორიის სამეურვეო საბჭოს შექმნის შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2016 წლის 6 ივლისის №86/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტში შევიდეს ცვლილება და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ზ) ქოთოლაშვილი გიორგი - მაგისტრანტი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.’’
2. წინამდებარე ბრძანების დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე