2019-09-27
ბრძანება №:872/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2019- 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ და „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  2019- 2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ და „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“ მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის მე-2 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 04 აპრილის N42/2019 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის - ქიმია (ინგლისურენოვანი), სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების - მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები (ინგლისურენოვანი), პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია:  პოლიტიკა,  ეკონომიკა,  საზოგადოება  (ინგლისურენოვანი)  - დამტკიცების შესახებ“, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2019 წლის 26 სექტემბრის N18222/30 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩაირიცხონ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა    ფაკულტეტის  მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე - „მედიაფსიქოლოგია და კომუნიკაციები“ და „პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია: პოლიტიკა, ეკონომიკა, საზოგადოება“  მაგისტრანტობის კანდიდატები N1 დანართის შესაბამისად (დანართი N1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო       ტექნოლოგიების       დეპარტამენტს       პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.






რექტორის მოვალეობის შემსრულებელი       ნინო ოკრიბელაშვილი

« უკან დაბრუნება