2015-11-12
ბრძანება №:208/01-01
2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წერილის (41769/02, 10.11.2015) საფუძველზე
ვბრძანებ:
1.
ჩატარდეს კონკურსი 2015-2016 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის კილის გამოყენებით მეცნიერებათა ინსტიტუტის მიერ თსუ-ს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ის პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად.
2.
კონკურსი ჩატარდეს 2015 წლის 13 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი #121 (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი #1).
3.
დამტკიცდეს საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ალექსანდრე თევზაძე (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე);
ბ) რობერტ მანცკე (კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორი, კომისიის წევრი)
გ) თამაზ ზუბიაშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი)
დ) სიმონ გელაშვილი (თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი)
4.
დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ანი თვალთვაძე.
5.
დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და სტიპენდიატთა შერჩევის წესი (დანართი №1) და გასაუბრების განრიგი (დანართი №2).
6.
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინ¬ფორ¬მაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.
ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურ¬ცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.
ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა