2008-03-21
ბრძანება №:0
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლის საფასურის ოდენობის დადგენის შესახებ (ბრძანება #44/02-01)
ბრძანება # 44 / 02-01
21.03.2008 წ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში სწავლის საფასურის ოდენობის დადგენის შესახებ
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
- დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1000 ლარის ოდენობით.
- დოქტორანტთა სწავლის გადასახადიდან ნაწილობრივ ან სრულად გათავისუფლება განხორციელდეს თსუ-ის რექტორის 05.03. 2008წ. #13/01-01 ბრძანების მე-4 პუნქტით დადგენილი წესების შესაბამისად.
- დაევალოს საერთო განყოფილებას (ნ.ოვსიანიკოვა) უზრუნველყოს ამ ბრძანების გადაცემა უნივერსიტეტის ფაკულტეტებისა და სტრუქტურული ერთეულებისთვის.
- ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი” და განთავსდეს თსუ ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
- ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი
გ.გალდავა