2012-12-11
ბრძანება №:01/03
სასწავლო კურსის შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ
სასწავლო კურსის შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-25 მუხლის მე-4 პუნქტის, ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სასწავლო კურსის შეფასების კითხვარი“ (დანართი N1).
2. გაუქმდეს „სტუდენტთა მიერ სასწავლო კურსის შეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ“ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2009 წლის 24 სექტემბრის N06/03 ბრძანება.
3. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
5. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე
« უკან დაბრუნება