2008-07-14
ბრძანება №:0

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №63/01-01)

ბრძანება # 63 / 01-01
       14.07.2008 წ
 

   
სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი  განათლების  შესახებ" საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2008 წლის          29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების"  16-ე  მუხლის მე-2 პუნქტის "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური  თანამდებობის  დაკავების წესის შესახებ"  @აკადემიური საბჭოს 2008 წლის  28 მაისის  #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის # 13 სხდომის გადაწყვეტილების  საფუძველზე

                                ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად.
2.  კონკურსი  ცხადდება  14 ივლისს, დოკუმენტაციის წარმოგენის ბოლო  ვადაა 15 აგვისტო.
3.  კონკურსი ცხადდება ასისტენტ-პროფესორის ფსიქოლოგიის მიმართულებით 3 საშტატო ერთეულზე.
4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის  (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
5. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში.   თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
6. ბრძანება გათავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
7. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წარდგინება # 11001/02 11.07.2008წ.

 

 

   რექტორი, პროფესორი 
                                  გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება