2020-09-01
ბრძანება №:164/01-01

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 1 ივნისის N97/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ რექტორის 2020 წლის 1 ივნისის N91/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ რექტორის 2020 წლის 1 ივლისის N120/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ" ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 42-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო  ერთეულის პროფესიული განათლების ცენტრის დებულების მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის, 2020 წლის 31 აგვისტოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის N13042/10     წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დამკიცების შესახებ“ რექტორის 2020 წლის 1 ივნისის N97/01-01 (01/06/2020) ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „11“ პუნქტი:

„11. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „სკოლამდელი აღზრდა“ პროფესიული სტუდენტების ჩარიცხვა თბილისის ლოკაციაზე (ქ. თბილისი, ილ. ჭავჭავაძის გამზირი N11ა) განხორციელდეს მას შემდეგ, როცა დამთავრდება სასწავლო პროცესი „ბაგა-ბაღის აღმზრდელი-პედაგოგი“ V საფეხურის პროფესიული სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩაირიცხნენ რექტორის 2018 წლის N 1240/01-04 (2018-12-03) ბრძანებით“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2020 წლის 1 ივლისის №:120/01-01 ბრძანება.
3. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი   გიორგი შარვაშიძე

« უკან დაბრუნება