2017-05-22
ბრძანება №:08/04

,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 14 ივლისის №23/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 14 ივლისის №23/04 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

       ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,   24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტის, საფინანსო დეპარტამენტის უფროსის 2017 წლის 17 მაისის №7317/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,ქ. თბილისში 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად უნივერსიტეტის, მის სტუდენტთა და თანამშრომელთათვის მიყენებული ზარალის გამო დახმარების აღმოსაჩენად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის შემსრულებლის  2016 წლის 14 ივლისის №23/04 ბრძანებაში და  აღნიშნული ბრძანების მე-2 მუხლის ,,ა” და ,,გ” ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით:
,,ა)  ლაშა საღინაძე, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე;”.
,,ბ) მერაბ ელიაშვილი, რექტორის მრჩეველი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;”.
2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
3.   დაევალოს    საინფორმაციო      ტექნოლოგიების      დეპარტამენტს       ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.   ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
5.   ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში,  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12  კილომეტრი 6).



რექტორი                                   გიორგი შარვაშიძე 



ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                               ნუნუ ოვსიანიკოვა

« უკან დაბრუნება