2015-07-16
ბრძანება №:115/01-01
,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2015 წლის 16 ივლისის №113/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა” და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის რეორგანიზაციის საკითხის განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2015 წლის 16 ივლისის #113/01-01 ბრძანებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ვ) მამუკა ხუსკივაძე - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის მთავარი სპეციალისტი, სამუშაო ჯგუფის წევრი;’’
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე განთავსება.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.
რექტორი, პროფესორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა