2015-11-17
ბრძანება №:182/02-01

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ - კურსის “ზოგადი მენეჯმენტის” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ - კურსის “ზოგადი მენეჯმენტის” ფასიანი მომსახურებისა და მასწავლებელთა ანაზღაურების ტარიფების განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი  პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის,  თსუ რექტორის 2015 წლის 10 ნოემბრის  207/01-01 ბრძანებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2015 წლის     10 ნოემბრის  41866/02 წერილის  საფუძველზე,

  ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

   1. სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგ-კურსის ტრენინგ - კურსის “ზოგადი მენეჯმენტის”  ერთი კურსის (კურსის მოცულობა 12 საათი) ღირებულება თითოეული მსმენელისათვის განისაზღვროს 150 ლარით.

2. “ზოგადი მენეჯმენტის” ტრენინგ-კურსი გაიხსნას კურსზე მინიმუმ 8 მსმენელის არსებობის შემთხვევაში. 

3. “ზოგადი მენეჯმენტის” ტრენინგ-კურსის  მასწავლებლის ანაზღაურება განისაზღვროს 1 საათი – 40  ლარის ოდენობით  (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით); 

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის;

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

6. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი   დავით ჩომახიძე

                                                 


« უკან დაბრუნება