2014-07-28
ბრძანება №:1124/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რეგისტრაციის გავლის უფლების მინიჭების შესახებ

სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტში შემოვიდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივლისის N4196/27 წერილი, რომლითაც ითხოვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ზაფხულის დამატებითი სემესტრის დანიშვნას.
როგორც წერილიდან ირკვევა, ქართულ ენაში მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წელს ჩარიცხული სტუდენტის გარკვეულმა ნაწილმა შეძლო პროგრამის დასრულებისათვის საჭირო 60 კრედიტის დაგროვება. აღნიშნულ პროგრამაზე სწავლა სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში, ხსენებულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 473 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის” მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2014 წლის 25 ივლისის  №4196/27 (კანცელარიაში რეგისტრაციის №23033/02; 25. 07. 2014) წარდგინების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებითი სემესტრის ვადები შემდეგი სახით:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 28 ივლისი -4 აგვისტო; 
ბ) სააუდიტორიო მეცადინეობები – 28 ივლისი- 30 აგვისტო; 
გ) გამოცდა (წერითი კომპონენტი) – 4 სექტემბერი;
დ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
ე) გამოცდა (ზეპირი კომპონენტი) – 5 სექტემბერი;
ვ) გამოცდის შედეგების აპელაცია – 6 სექტემბერი;
ზ) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 8 სექტემბერი.
2. მიეცეთ 2013-2014 სასწავლო წლის ზაფხულის დამატებით სემესტრში თვითდაფინანსებით სწავლის  გაგრძელებისა და რეგისტრაციის გავლის უფლება წინამდებარე ბრძანების №1 დანართში მითითებულ ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს (დანართი №1).
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს.
4. ბრძანების  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, პროფესორი                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება