2019-10-29
ბრძანება №:271/01-01

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის და 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის და 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთბათა დეპარტამენტის უფოროსის წერილის (20882/10; 28.10.19) საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2019/2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის და 2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.კონკურსი  ჩატარდეს  2019  წლის  30  და  31  ოქტომბერს  თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №115 და ოთახი №101   (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა) ეკატერინე ფირცხალავა, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე
ბ) ნანული დორეული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
გ) ლელა ალხაზიშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
დ) ბესიკ კალანდაძე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ე) ნანა შათაშვილი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
ვ) მანანა რუსიეშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
ზ) ირინა გველესიანი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
თ) ნათელა ნემსაძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ი) მაია გურგენიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი, კომისიის წევრი
კ) ნინო ქიმერიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ლ) მარინე კობეშავიძე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
მ) თეონა მატარაძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ნ) ფიქრია ასანიშვილი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ო) დავით მაცაბერიძე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
პ) სალომე დუნდუა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ჟ) თამარ აბაშიძე, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
რ) ია ნაცვლიშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ს) თამაზ ზუბიაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ტ) სიმონ გელაშვილი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
უ) ანა თოხაძე, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი 
ფ) ანა ხარაიშვილი, იურიდიული ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი, კომისიის წევრი
ქ) მორის შალიკაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ღ) აკაკი გაწერელია, იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი, კომისიის წევრი
ყ) ლელა ჯანაშვილი, იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
შ) სოფიო შამანიდი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი
ჩ) ანა ჩიქოვანი,ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის    ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი
ც) ნინო ჭრიკიშვილი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის კოორდინატორი ნათია კალანდაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1). 
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის  სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.




რექტორი     გიორგი შარვაშიძე 
« უკან დაბრუნება