2010-07-14
ბრძანება №:164/02-01
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრების დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" ფარგლებში სამუშაო ჯგუფის წევრების დამტკიცების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე და 24-ე მუხლებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" პროექტის ფარგლებში (მეორე ფაზა - 2010 წლის 14 ივლისიდან 31 დეკემბრამდე) დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფის შემდეგი შემადგენლობა: - ანასტასია ზაქარიაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი; თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი;
- რუსუდან ჩიქოვანი – სასწავლო დეპარტამენტის უფროსი;
- თინა მელქოშვილი – სასწავლო დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების განყოფილების სპეციალისტი;
- თეა იმედაძე – საგამოცდო ცენტრის უფროსი;
- დავით გულუა – საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრის მთავარი სპეციალისტი;
- ლიანა გიორგაძე – იურიდიული ფაკულტეტის სპეციალისტი;
- ეკატერინე სირაძე - იურიდიული ფაკულტეტის სპეციალისტი;
- ირმა მშვენიერაძე – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
- დალი არახამია – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
- ზვიად მურადაშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
- ზაალ გოგენია – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
- ნინო ჯავახიშვილი – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი, ამავე ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი;
- მედეა უშარაული – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სპეციალისტი;
- მაია ჟღენტი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის სპეციალისტი;
- მანანა ხაჩიძე – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის სრული პროფესორი;
- შორენა ჩუბინიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;
- ვაჟა ცხოვრებაშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნირებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი;
- მაია ხუბუა – მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- შორენა ხიდეშელი – თსუ პერსონალის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი;
- დარეჯან ყარაულაშვილი – თსუ კანცელარიის სპრციალისტი.
2. პროექტის "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" სამუშაო ჯგუფის მუშაობას კოორდინაციას გაუწევს პროექტის საკორდინაციო ჯგუფის შემდეგი შემადგენლობა:
- თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - პროექტის მენეჯერი;
- ვლადიმერ ფირცხალავა - UNDP IT, ანალიტიკოსი - პროექტის გარე მონიტორინგი;
- ნიკოლოზ ქოიავა - საფინანსო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე - პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
- გიორგი ხიშტოვანი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი - პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი;
- გიორგი კიკალეიშვილი - სასწავლო დეპარტამენტის სასწავლო პროცესის მართვის განყოფილების უფროსი სპეციალისტი - პროექტის საკოორდინაციო ჯგუფის წევრი;
3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს "თსუ-ში მართვის უნარების გაუმჯობესების" პროექტის მეორე ფაზით გათვალისწინებული იმპლიმენტაციის პროცესში აქტიური ჩართვა.
4. მეორე ფაზის პროექტის მიმდინარეობის პერიოდში (2010 წლის 14 ივლისიდან 28 აგვისტომდე) სამუშაოდ გამოიყოს თსუ მე-2 კორპუსში არსებული 135-ე აუდიტორია.
5. ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
6. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
საფუძველი: საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილი №16717/02; 09.07.2010 წელი.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რ. ხარბედია