2012-03-21
ბრძანება №:48/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში აუდიტორიებისათვის ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელების მინიჭების თაობაზე

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსებში აუდიტორიებისათვის ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელების მინიჭების თაობაზე
   
  ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის #208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-2 პუნქტის ,,ა” და ,,ს” ქვეპუნქტების, მე-3 პუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2012 წლის 12 მარტის #5652/02 კორესპონდენციის საფუძველზე,
                             ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
 
1.    ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 სასწავლო კორპუსში შემდეგ აუდიტორიებს მიენიჭოთ ღვაწლმოსილ მეცნიერთა სახელები:

ა) 311-ე ოთახს – აკადემიკოსი ვაჟა ოკუჯავას სახელობის აუდიტორია;
ბ) 603-ე ოთახს – აკადემიკოსი პეტრე ქომეთიანის სახელობის აუდიტორია;
გ) 480-ე ოთახს – აკადემიკოსი ნიკოლოზ სხირტლაძის სახელობის აუდიტორია;
დ) 320-ე ოთახს – აკადემიკოსი ლევან ჟიჟიაშვილის სახელობის აუდიტორია;

2.    ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 სასწავლო კორპუსში კონდენსირებული გარემოს ფიზიკის ლაბორატორიას მიენიჭოს აკადემიკოსი თენგიზ სანაძის სახელი;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.
4.    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
5.    ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


  რექტორი                                        ალექსანდრე კვიტაშვილი

« უკან დაბრუნება