2017-01-26
ბრძანება №:01/03
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური ადმინისტრირების მიზნით შიდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური ადმინისტრირების მიზნით შიდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-17 მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტების, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით („ა(ა)იპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 დეკემბრის No118/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ “სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 21 ოქტომბრის No116/2013 დადგენილების დამტკიცება) დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ეფექტური ადმინისტრირების მიზნით დამტკიცდეს შიდა მონიტორინგის ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:
1.
ნატალია ბარათელი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მოადგილე (შიდა მონიტორინგის ჯგუფის თავმჯდომარე)
2.
მაყვალა დარსანია - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი (შიდა მონიტორინგის ჯგუფის მდივანი)
3.
ზვიად მურაჩაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
4.
ზურაბ გაიპარაშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი
5.
ზაქარია ქიტიაშვილი - პროგრამის ხელმძღვანელი
6.
მანანა მელიქიშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
7.
ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
8.
ლევან საბაური - პროგრამის ხელმძღვანელი
9.
ვალერი არღუთაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე ბრძანება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
უნივერსიტეტის ხარისხის
უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი თამარ ვეფხვაძე