2011-03-29
ბრძანება №:697/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, 59-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის №7501/02 25.03.11; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №6136/02 16.03.11; სოციალურ და და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის №6655/02 18.03.11; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის №7508/2 25.03.11; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის №5616/02 11.03.11; მედიცინის ფაკულტეტის დეკანის №5561/02 11.03.11 წარდგინებების საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ერთი და იგივე სავალდებულო სასწავლო კურსის სამჯერ მოსმენისა და კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1)
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2)
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3)
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულეტი (დანართი 4)
იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5)
მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6)
-
აღნიშნულ სტუდენტებს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის არსებობის გამო, არ მიეცათ ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის უფლება.
-
ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტმენტს.
-
დაევალოს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს გადაწყვეტილების პროექტის მომზადება მიმდინარე წლის 2 მაისამდე.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
-
წინამდებარე ბრძანების მე-2 პუნქტი დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებულ იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. უზნაძის ქუჩა №52)
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი