2008-10-15
ბრძანება №:0

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ (ბრძანება №30/01-03)

ბრძანება № 30 / 01-03
       15.10.2008 წ
  

              

 

სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და  ასისტენტ-პროფესორთა ვაკანტური
აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

`უმაღლესი  განათლების  შესახებ~ საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის, საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2008 წლის  29 მაისის #490 ბრძანებით დამტკიცებული `საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების~  მე-16-ე  მუხლის მე-2 პუნქტის `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური  თანამდებობის  დაკავების წესის შესახებ~  @აკადემიური საბჭოს 2008 წლის  28 მაისის  #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის # 13 სხდომის გადაწყვეტილების  საფუძველზე

                                ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ  და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად;
2. კონკურსი  ცხადდება 2008 წლის 13 ოქტომბერს, დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო  ვადა  13 ნოემბერი;  .
3. კონკურსი ცხადდება ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო  და  ასისტენტ-პროფესორის 13 საშტატო ერთეულზე, მათ შორის:
•   პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულება - 1 ასისტენტ-პროფესორი
•   სოციოლოგიის მიმართულება - 1 ასისტენტ-პროფესორი
•   ჟურნალისტიკის მიმართულება - 1 ასოცირებული ; 5 ასისტენტ-პროფესორი
•   ფსიქოლოგიის მიმართულება - 5 ასისტენტ-პროფესორი
•  საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება – 1 ასისტენტ–პროფესორი
4. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა)     განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ)    პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (ცვ);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სალექციო კურსების ჩამონათვალი _ სილაბუსებით;
ვ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
ზ) ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული ერთი სამეცნიერო ნაშრომი,  რომელიც ყველაზე უკეთ წარმოაჩენს კონკურსანტის კვლევით პოტენციალს კანდიდატმა სასურველია წარმოადგინოს:
ა) ინფორმაცია ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრანტო პროექტების ხელმძღვანელობის ან პროექტებში მონაწილეობის შესახებ;
ბ) ინფორმაცია მისი ხელმძღვანელობით შედგენილი და განხორციელებული საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შესახებ;
5.  ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი ვალდებულია წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის    (დოკუმენტების) ასლი ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
ე) სამოტივაციო წერილი.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს თსუ-ის კანცელარიაში.   თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზირი 1.
7.  ბრძანება გათავსდეს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე.
8.  ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის მიმართვა # 20166/02 07.10..2008წ.


 

რექტორი, პროფესორი 
                                   გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება