2013-08-26
ბრძანება №:97/01-01
„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2013-2014 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს N92/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ვბრძანებ:
- შევიდეს ცვლილება უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 6 აგვისტოს N92/01-01 ბრძანების პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტით დამტკიცებულ N2 დანართში და იგი ჩამოყალიბდეს, ახალი წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული რედაქციით (დანართი N2, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი)
- ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
- დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
- ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ლევან ალექსიძე