2016-08-26
ბრძანება №:141/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და რექტორის 2016 წლის 8 ივნისის N93/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრისა და
რექტორის 2016 წლის 8 ივნისის N93/01-01 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 და მე-15 პუნქტების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2016-2017 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ბაკალავრიატი/დიპლომირებული მედიკოსი/სტომატოლოგი/ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა

ა) პირველსემესტრელთა  რეგისტრაცია:
ა.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია და ხელშეკრულების გაფორმება - 6 - 12 სექტემბერი  
ა.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 14 - 19 სექტემბერი

ბ) შემოდგომის სემესტრი:
ბ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 19 სექტემბერი
ბ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 20 - 25 სექტემბერი
ბ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 26 სექტემბერი - 14 იანვარი
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 16 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები)
13 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)
ბ.ე) არდადეგები - 1 – 8 იანვარი, 23 თებერვალი- 5 მარტი;

გ) გაზაფხულის სემესტრი:
გ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 – 28 თებერვალი;
გ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 1 – 6 მარტი;
გ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  6 მარტი – 17 ივნისი;
გ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 - 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
გ.ე) არდადეგები - 27 ივლისი - 25 სექტემბერი.

მაგისტრატურის/დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დ) პირველსემესტრელ მაგისტრანტთა/დოქტორანტთა  რეგისტრაცია:
დ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 22 - 26 სექტემბერი;
დ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 23 - 26 სექტემბერი;

ე) შემოდგომის სემესტრი:
ე.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 20 სექტემბერი
ე.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 21 - 25 სექტემბერი
ე.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 26 სექტემბერი - 14 იანვარი
ე.დ) საგამოცდო პერიოდი - 16 იანვარი - 8 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები)
13 - 22 თებერვალი (დამატებითი გამოცდები)
ე.ე) არდადეგები - 1 – 8 იანვარი, 23 თებერვალი- 5 მარტი;

ვ) გაზაფხულის სემესტრი:
ვ.ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 თებერვალი - 1 მარტი;
ვ.ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 2 – 6 მარტი;
ვ.გ) სააუდიტორიო მეცადინეობები -  6 მარტი – 17 ივნისი;
ვ.დ) საგამოცდო პერიოდი - 19 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 17 - 26 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ვ.ე) არდადეგები - 27 ივლისი - 25 სექტემბერი.

2.    ძალადაკარგულად გამოცხადდეს თსუ რექტორის 2016 წლის 8 ივნისის N93/01-01 ბრძანება წინამდებარე ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი          დარეჯან თვალთვაძე


« უკან დაბრუნება