2019-02-28
ბრძანება №:57/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარებისა და გაანგარიშების წესის შემუშავების მიზნით სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარებისა და გაანგარიშების წესის შემუშავების მიზნით  სამუშაო ჯგუფის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ



,,უმაღლესი  განათლების  შესახებ’’  საქართველოს  კანონის  22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,
54-ე   მუხლის  პირველი  ნაწილის,     57-ე  მუხლის, ,,საჯარო  სამართლის იურიდიული   პირის   −   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის   წესდების   დამტკიცების   თაობაზე’’   საქართველოს   განათლებისა   და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე-12 პუნქტების და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2019 წლის 12 თებერვლის  №2355/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრედიტების აღიარებისა და გაანგარიშების წესის შემუშავების მიზნით  დამტკიცდეს სამუშაო ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით:

ა) ირმა გრძელიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;
ბ) თეა სიფრაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
გ) ნინო ქიმერიძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
დ)   მაგდა   ალანია   -   ზუსტ   და   საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ე) დარეჯან    გარდავაძე    -    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის    ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ვ) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ზ) ელზა ჩაჩანიძე - იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
თ) ნათელა მონიავა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;
ი) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;
კ)  ვალერიან  გობრონიძე  -  სასწავლო  პროცესის  მართვის  დეპარტამენტის  უფროსი  -
სამუშაო ჯგუფის წევრი;
ლ)  ვასილ  ბარამიძე    -  იურიდიული  დეპარტამენტის  უფროსის  მოადგილე  -  სამუშაო ჯგუფის წევრი;
მ) ქრისტინე ჩიხლაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარის სპეციალისტი -
სამუშაო ჯგუფის წევრი.

2.ბრძანების    შესრულებაზე    კონტროლი    დაევალოს    უნივერსიტეტის    ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.დაევალოს    უნივერსიტეტის    კანცელარიას    წინამდებარე    ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
4.ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.





რექტორი        გიორგი შარვაშიძე
« უკან დაბრუნება