2010-08-31
ბრძანება №:340/02-03

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დანიშვნის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორის, აკადემიკოს ლევან ალექსიძის დანიშვნის შესახებ


საქართველოს შრომის კოდექსის  მე-6 მუხლის 1-ლი ნაწილის, 31-ე მუხლის  1-ლი ნაწილის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის "ზ" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" 25-ე მუხლის 1-ლი პუნქტის "ზ" ქვეპუნქტის, "ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-დამხმარე და სხვა პერსონალის საშტატო განრიგისა და სახელფასო ფონდის დამტკიცების შესახებ" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 12 მარტის №48/02-01 ბრძანების საფუძველზე


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    დაინიშნოს 2010 წლის 24 აგვისტოდან რექტორის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლად იურიდიული ფაკულტეტის სრული პროფესორი, აკადემიკოსი ლევან ალექსიძე და განესაზღვროს ხელფასი თვეში 3000 (სამიათასი) ლარი.
2.    დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს (ნ.ლაცაბიძე) უზრუნველყოს შრომითი ხელშეკრულების გაფორმება ლევან ალექსიძესთან;
3.    კონტროლს ბრძანების შესრულებაზე განვახორციელებ პირადად;
4.    ბრძანება განთავსდეს თსუ-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე;
5.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                              რ. ხარბედია

« უკან დაბრუნება