2015-02-24
ბრძანება №:36/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის სვიმონ კლდიაშვილის საიუბილეო წლად გამოცხადებისა და სვიმონ კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლის სვიმონ კლდიაშვილის საიუბილეო წლად გამოცხადებისა და სვიმონ კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩასატარებლად სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ

 ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ო” და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის 2015 წლის 09 თებერვლის №3446/02 კორესპონდენციის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წელი გამოცხადდეს ცნობილი ქართველი არქიტექტორისა და საზოგადო მოღვაწის, ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის შენობის (ახლანდელი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის) ხუროთმოძღვრის სვიმონ კლდიაშვილის საიუბილეო წლად. 
2. სვიმონ კლდიაშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარების მიზნით შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საორგანიზაციო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ვლადიმერ პაპავა – უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი - საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე;
ბ) დავით ჩომახიძე – უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო კომისიის წევრი;
გ) ზურაბ გაიპარაშვილი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი – საორგანიზაციო კომისიის წევრი;
დ)  დარეჯან თვალთვაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ე) ზაზა სხირტლაძე – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ვ) გიორგი ღვედაშვილი – სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ზ) ნანა მამაგულიშვილი – საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი _  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
თ) ირაკლი საღარეიშვილი – საფინანსო დეპარტამენტის უფროსი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ი) თეა გერგედავა – საგარეო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
კ) ტარიელ ზარანდია – საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ლ) გიორგი ტალახაძე – მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
მ) მაია გურაბანიძე –  მუზეუმის დირექტორი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ნ) თამარ ებრალიძე – უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი _  საორგანიზაციო კომისიის წევრი;
ო) სალომე ჭანტურიძე – საზოგადოება ”ძეგლის მეგობრის” პრეზიდენტი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
პ) მარიამ გურგენიძე – საზოგადოება ”ძეგლის მეგობრის” წევრი _ საორგანიზაციო კომისიის წევრი;
3. დაევალოს კომისიას, საქართველოს ეროვნულ არქივთან და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან მჭიდრო თანამშრომლობის საფუძველზე, სვიმონ კლდიაშვილის დაბადების 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ღონისძიებების ნუსხის შედგენა და განხორციელება.
4. კონტროლი   ბრძანების     შესრულებაზე    დაევალოს    უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს ზურაბ გაიპარაშვილს.
5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დაევალოს კანცელარიას აღნიშნული ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის.
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი, პროფესორი                          აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
« უკან დაბრუნება