2014-07-25
ბრძანება №:122/01-01

,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის სასწავლო პროგრამების გაანგარიშების პრობლემურ საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 18 ივლისის #114/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 18 ივლისის №114/01-01 ბრძანების სათაურში დაშვებული იქნა ტექნიკური შეცდომა, კერძოდ, ნაცვლად  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის სასწავლო  პროგრამების გაანგარიშების პრობლემურ  საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ მითითებული უნდა ყოფილიყო ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’. ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის,  59-ე მუხლის, 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების  და  მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. ,,სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის სასწავლო  პროგრამების გაანგარიშების პრობლემურ  საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ რექტორის 2014 წლის 18 ივლისის #114/01-01 ბრძანებაში გასწორდეს ბრძანების სათაურში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი (კერძოდ, სათაურში ნაცვლად  ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’ მითითებულ იქნა ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის სასწავლო  პროგრამების გაანგარიშების პრობლემურ  საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’)  და ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის/კურსდამთავრებულის საშუალო ქულის დაანგარიშების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ’’
2.  დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. ბრძანება ძალაშია  გამოცემისთანავე.
 

რექტორი, პროფესორი                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება