2018-04-24
ბრძანება №:89/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე’’ რექტორის 2018 წლის 13 მარტის №51/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე’’ რექტორის 2018 წლის  13 მარტის №51/01-01 ბრძანებაში ცვლილების  შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე  მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების  საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსის  2018  წლის  20  აპრილის  №8044/10  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე’’ რექტორის 2018 წლის   13 მარტის №51/01-01 ბრძანების პირველი  პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნტში შევიდეს ცვლილება  და იგი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა.  ,,ა)  ანა ჟორჟოლიანი  -   ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსი   - კომისიის თავმჯდომარე;’’.

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი                                                           გიორგი  შარვაშიძე

« უკან დაბრუნება