2016-02-16
ბრძანება №:02/04

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 23 დეკემბრის N39/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 23 დეკემბრის N39/04 ერთობლივ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიმდინარე სასწავლო-სამეცნიერო პროცესის სრულყოფის და სამეცნიერო კვლევებში სტუდენტების (მაგისტრატურა, დოქტორანტურა) მაქსიმალური ჩართულობის მიზნით და ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2  მუხლის ,,ლ“ და ,,ჰ4“ ქვეპუნქტების, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 23-ე მუხლის პირველი პუნქტის,   24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 პუნქტის, მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე მიზნობრივი სამეცნიერო-კვლევითი პროგრამების განხორციელების ხელშეწყობის შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის    23 დეკემბრის N39/04 ერთობლივ ბრძანებაში და ბრძანების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

   ,,5. თითოეულ    პროექტში      სავალდებულოა    უნივერსიტეტის    არანაკლებ      2 სტუდენტის (პროექტის წარდგენისა და  დაფინანსებაზე გადაწყვეტილების მიღებისას აქტიური სტატუსის მქონე ბაკალავრიატის საფეხურის არანაკლებ    90 კრედიტის მქონე და არანაკლებ 3.0-ის რეიტინგის მქონე სტუდენტი ან მაგისტრატურისა ან/და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი) ჩართულობა. ამასთან, ინტერდისციპლინური სამეცნიერო - კვლევითი პროექტებისათვის სავალდებულოა პროექტში ჩართული თითოეული ფაკულტეტიდან არანაკლებ                   1 სტუდენტის   (პროექტის   წარდგენისა   და    დაფინანსებაზე    გადაწყვეტილების 


მიღებისას   აქტიური   სტატუსის   მქონე   ბაკალავრიატის  საფეხურის არანაკლებ               
90 კრედიტის მქონე და არანაკლებ 3.0-ის რეიტინგის მქონე სტუდენტი ან მაგისტრატურისა ან/და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი) და არანაკლებ  1 აკადემიური პერსონალის ჩართულობა.“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და უნივერსიტეტის ფაკულტეტებისათვის გადაცემა.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.
4. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.
5. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან (გაცნობიდან) 1 თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში  (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).



რექტორი, პროფესორი                                                   აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა



ადმინისტრაციის ხელმძღვანელის
მოვალეობის შემსრულებელი,                                                                  
ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე                                     ერმი ქემოკლიძე

« უკან დაბრუნება