2011-09-30
ბრძანება №:1738/01-04
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2011-2012 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 57–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებით დამტკიცებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის 39-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის №127/ნ ბრძანებით დამტკიცებული საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის "დ” ქვეპუნქტისა "2011 წელს ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ აბიტურიენტთა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის (აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამები) დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №642 ბრძანებისა და "2011 წელს ერთიან ეროვნულგამოცდებგავლილ აბიტურიენტთა კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტის (პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები) დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 20 სექტემბრის №646 ბრძანებისა და უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
-
ჩაირიცხონ 2011-2012 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკადემიურ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით შემდეგი სტუდენტები:
ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი 6);
ზ) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა (დანართი 7).
-
შეტანილ იქნეს ინფორმაცია (1 თვის ვადაში) საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში.
-
ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მომსახურების ცენტრს.
-
ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
-
ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი