2007-10-01
ბრძანება №:0

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადის დადგენის მიზნით" 2007 წლის 5 სექტემბრის ბრძანებაში # 73/01-01 დამატების შეტანის შესახებ (ბრძანება N84/01-01)

"ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადის დადგენის მიზნით" 2007 წლის 5 სექტემბრის ბრძანებაში # 73/01-01 დამატების შეტანის შესახებ

უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. 2007 წლის 5 სექტემბრის ბრძანებას # 73/01-01 `ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადის დადგენის მიზნით~ დაემატოს 111 პუნქტი:
`2007/2008 სასწავლო წლამდე სტუდენტებზე არსებული საკრედიტო აკადემიური დავალიანების საფასური განისაზღვროს ცალკეული დისციპლინის კრედიტების რაოდენობაზე გათვლით და 1 კრედიტის საფასური დადგინდეს 25 ლარის ოდენობით. ამ მუხლის მოქმედების ვადა განისაზღვროს 2008 წლის 1 იანვრამდე.~
2. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტს.
3. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

 

 

რექტორი, პროფესორი გ. ხუბუა

« უკან დაბრუნება