2013-10-22
ბრძანება №:128/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთა გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის წესის განსაზღვრის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, 59-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის №187 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტისა და "არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 3 თებერვლის №8/ნ ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არაფორმალური პროფესიული განათლების აღიარების მსურველთა გამოცდის ფარგლებში წარმოშობილი პრეტენზიების განხილვის წესი №1 დანართის შესაბამისად;
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი                                     ვლადიმერ პაპავა

« უკან დაბრუნება